「გამარჯობა・こんにちは」
იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი 2015 წლიდან წარმოადგენს კავკასიის რეგიონში ყველაზე წარმატებულ და თანამედროვე დაწესებულებას, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ იაპონური ენისა და კულტურის სრულფასოვნად შესწავლა ადეკვატურ ვადებში.
ყოველწლიურად ჩვენი სტუდენტების 88% წარმატებით აბარებს იაპონური ენის დონის განმსაზღვრელ ტესტირება JLPT-ის, რის შედეგადაც მათ ეგზავნებათ იაპონური ენის ცოდნის დამადასტურებელი უვადო სერტიფიკატი, რომელიც გაიცემა იაპონიის განათლების სამინისტორს მიერ.
აღნიშნული სერტიფიკატების მოპოვების შედეგად, სტუდენტებს ეძლევათ საშუალება რომ მიიღონ მონაწილეობა ცენტრში არსებულ ექსკლუზიურ გაცვლით პროგრამებში და მოიპოვონ სრული დაფინანსება იაპონიაში სწავლის გასაგრძელებლად, რაც ითვალისწინებს მგზავრობის, სწავლის გადასახადს და ყოველთვიურ ხარჯებს.
ჩვენს დაწესებულებაში იაპონური ენის სწავლების მეთოდი მუდმივად ახლდება და მისდევს იაპონიის განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ სწავლების რეგულაციებს და თანამედროვე ტენდენციებს.
ყოვეწლიურად ვიღებთ 400 მოსწავლეს!
ჩვენი გუნდი შედგება ქართველი და იაპონელი სპეციალისტებისგან.
2021 წელს Japan Foundation-მა ცენტრის ბიბლიოთეკას გამოუგზავნა 50-ზე მეტი ახალი იაპონური ენის სახელმძღვანელო
2023 წელს Nippon Foundation-მა ცენტრის ბიბლიოთეკას გამოუგზავნა 100 წიგნი იაპონიის ისტორიის, კულტურის და ლიტერატურის შესახებ.
ქართველ იაპონური ენის მასწავლებლებს ყოველწლიურად იაპონიაში უტარდებათ სპეციალური ხანგრძლივი ტრეინინგები სამასწავლებლო კვალიფიკაციის ასამაღლებლად, რომელსაც უზრუნველყოფს ტოკიოში მდებარე Japan Foundation-ის ურავას სასწავლო ცენტრი.
ცენტრში ენის გაკვეთილებთან ერთად სტუდენტები ეცნობიან იაპონურ კულტურას, იაპონიაში ცხოვრებისა და მუშაობის შესახებ დეტალებს, რომელიც ეხმარება მათ როგორც იაპონიაში სწავლის გაგრძელებაში, ასევე იაპონური ცხოვრების რიტმთან სწრაფად ადაპტირებაში.
რა ღირს ცენტრში იაპონური ენის შესწავლა?
შეიძლება თუ არა ონლაინ რეჟიმში სწავლა?
რა ასაკიდან შეიძლება დაწყება?
რამდენ ხნიანი კურსია?
წიგნები სად უნდა შევიძინოთ?
სრული ინფორმაციისთვის
სტუდენტები, რომლებმაც მოიპოვეს სრული დაფინანსება და გაემგზავრნენ იაპონიაში:
რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი დაწესებულება?
იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი დაარსდა 2015 წელს. ცენტრში შექმნილია სასწავლო პროგრამა, რომლის დიდი ნაწილიც ადაპტირებულია ქართულ ენაზე, რაც ხელს უწყობს იაპონური ენის მართებულად და ადვილად შესწავლას.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ აღნიშნულ კითხვებს:
ცენტრში კურსები დაყოფილია საერთაშორისოდ აღიარებული JLPT-ის ტესტირების დონეების მიხედვით.
JLPT არის იაპონური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტირება, რომელიც უკვე საქართველოშიც ტარდება წელიწადში 2 ჯერ.
წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში სტუდენტებს იაპონიიდან ეგზავნებათ იაპონური ენის ცოდნის დამადასტურებელი უვადო სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია იაპონიის ფონდისა და განათლების სამინისტროს მიერ.
ეს სერტიფიკატი მოსწავლეებს ხელს უწყობს იაპონიაში დასაქმებაში ან იაპონიაში უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებაში.
ჩვენი ცენტრი კავკასიის რეგიონში ლიდერია JLPT სერტიფიკატის მოპოვების რეიტინგით. ყოველწლიურად ცენტრის 88%-ზე მეტი სტუდენტი წარმატებით აბარებს აღნიშნულ გამოცდას.
იაპონურ ენისა და კულტურის ცენტრში შემოშავებული სწავლების სისტემა ენის სწავლების მსურველებს აძლევს საუკეთესო შედეგს ადეკვატურად განსაზღვრულ პერიოდში.
ჩვენ ვიყენებთ იაპონიაში აღიარებულ სწავლების მეთოდებს, ახალ სახელმძღვანელოებს და ვეხმარებით ყველა სტუდენტს, რომ ჩამოუყალიბდეთ იაპონური ენის ათვისების სწორი მიდგომა.
ჩვენი მეთოდის მიხედვით, ცენტრის სტუდენტების 88%-ზე მეტი ყოველწლიურად აბარებს იაპონური ენის განმსაზღვრელ ტესტირებას და იღებს იაპონიის განათლების სამინისტროსა და იაპონიის ფონდის მიერ გაცემულ უვადო სერტიფიკატს.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ სხვა ენებისგან განსხვავებით, იაპონური ენის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი შესწავლა უკეთესია ჯგუფური სწავლების მეთოდით.
ამავედროს აუცილებლად გასათვალისწინებელია ის, რომ იაპონია არის უაღრესად ბიუროკრატიული ქვეყანა.
თუ სტუდენტი დააპირებს იაპონიაში გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას ან სამუშაოს პოვნას, მას ხშირად მოთხოვენ დამადასტურებელ დოკუმენტაციას, თუ რომელ დაწესებულებაში ეუფლებოდა ის იაპონურ ენას და რამდენი საათი დაეთმო შესწავლას. ამგვარი დოკუმენტაციის გაცემა კერძო მასწავლებლებს სამწუხაროდ არ შეუძლიათ, რის შედეგადაც სტუდენტები აწყდებიან რიგ პრობლემებს.
იაპონური ენისა და კულტურის ცენტრში კურატორები და მასწავლებლები სტუდენტებს ყოველთვის ეხმარებიან დაუსახონ რეალური მიზნები და კარიერული განვითარების გზები ან მეთოდები.
სხვა დაწესებულებებისგან განსხვავებით ცენტრში ქართველ სპეციალისტებთან ერთად იაპონურ ენას კვალიფიკაციის მქონე იაპონელი პედაგოგებიც ასწავლიან, რაც სტუდენტებს უადვილებთ მომავალში იაპონელებთან კონტაქტში შესვლას და საერთო ენის გამონახვას. ამის შედეგად ჩვენს სტუდენტებს უვითარდებათ თავდაჯერებულობა და არ ექმნებათ უხერხულობის განცდის ბარიერი.
იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი მაქსიმალურად ხელს უწყობს სტუდენტებს, რომ მომავალში სწავლა ან საქმიანი კარიერა გააგრძელონ იაპონიაში. ჩვენ ვთანამშრომლობთ იაპონურ დასაქმების კომპანიებთან, ენის კოლეჯებთან და უნივერსიტეტებთან.
2015 წლიდან მოყოლებული, იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილ პროგრამებზე, სადაც ხდება სტუდენტების სრული დაფინანსება მაგისტრატურის ან საბაკალავრო პროგრამაზე, პროცენტულობით ლიდერობენ ჩვენი სტუდენტები.
ამავე დროს, ცენტრს აქვს ექსკლუზიური გაცვლითი პროგრამები იაპონურ უნივერსიტეტებთან, სადაც მხოლოდ ჩვენი რეკომენდაციის საფუძველზე ყოველწლიურად სრულიად ფინანსდებიან ცენტრის წარმატებული სტუდენტები და სწავლას აგრძელებენ იაპონიაში.
ცენტრში გაკვეთილები სრული ჰიბრიდული რეჟიმით ტარდება, რაც იმას ნიშნავს რომ მოსწავლე თავად ირჩევს სწავლების მეთოდს. შეგიძლიათ გაკვეთილებს დაესწროთ ონლაინ რეჟიმში ან ფიზიკურად ჩვენს დაწესებულებაში.
ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციები
გვყავს იაპონელ მასწავლებელი, რაც ძალიან გვეხმარება კულტურული სხვაობის ბარიერის დასაძლევად.
ჩვენ გვყავს იაპონელო მასწავლებელი, რაც ძალიან გვეხმარება კულტურული სხვაობის ბარიერის დასაძლევად.
იცოდით, ცენტრში იაპონური მანგების და ლიტერატურის ბიბლიოთეკა რომ გვაქვს?
ჩვენი მიზანია, რომ იაპონური ენის სწავლების განმავლობაში სტუდენტებს შევუნარჩუნოთ მოტივაცია და ამავე დროს მივცეთ შესაძლებლობა, რომ გაეცნონ იაპონურ სუბკულტურებს, ისტორიას, მხატვრობას და ლიტერატურას.
ცენტრის ბიბლიოთეკაში ამჟამად არის განთავსებული 4000-ზე მეტი მანგის ტომეული, ასევე იაპონური ლიტერატურა იაპონურ, ინგლისურ და ქართულ ენაზე.